გრენას ძირითადი მიზანია ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ პროგრამებს, რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროში. დაარსდა 1999 წლის 26 ივლისს.
საქართველოს სამეცნიერო - საგანმანათლებლო 
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (გრენა)
თ. ჭოველიძის ქუჩა 10,
0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 32 250590
          +995 32 250591
ფაქსი:+995 32 912952 
      ელ-ფოსტა: contact[at]grena.ge
       ვებ-გვერდი: www.grena.ge
ქართული
English
ძვირაფასო აბონენტებო!

სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმისათვის რომ ჩვენი ინტერნეტ სერვისი იყოს გამჭირვალე, ჩვენ შევქმენით თქვენს მიერ მოხმარებული ინტერნეტის სიჩქარის მონიტორინგის ონლაინ სისტემა. თქვენ საშუალება გეძლევათ აკონტროლოთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე 24 საათის განმავლობაში.

Copyright © 2008 Georgian Research and Educational Networking Association (GRENA)
საქართველოს სამეცნიერო - საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - გრენა შეიქმნა 1999 წლის 26 ივლისს და წარმოადგენს რეგისტრირებულ კავშირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად. 

გრენას ქსელში ჩართული ორგანიზაციების რაოდენობა აღემატება 100-ს (დაახლოებით ოცი ათასი კომპიუტერი), რომელთა უდიდესი ნაწილი მდებარეობს თბილისში. ასოციაცია ”გრენა” აგრეთვე აწარმოებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების მიწოდებას საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისი, ბათუმი და თელავი. ”გრენა”-ს გააჩნია მოწინავე ტექნოლოგიებში მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი და უსადენო ქსელები და სხვა.

პროექტების განხორციელება მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის, NATO-ს სამეცნიერო პროგრამისა და ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით.

  • ასოციაცია გრენას მიზანია ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათი პროგრამებს, რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროში. 

  • საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირება. 

  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციების საინფორმაციო ქსელებისა და სისტემების განვითარების ხელშეწყობა. 

  • მომხმარებელთა სწავლება. 

  • კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება. 

  • საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. 
სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო  ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს ვთავაზობთ გარანტირებული მაღალი სიჩქარის ADSL ინტერნეტ მომსახურებას შემდეგ სატელეფონო სადგურებში:
22, 23, 25, 29, 30, 33, 36, 37, 38, 39, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99