CERT
CERT არის (Computer Emergency Response Team) კომპიუტერული უსაფრთხოების რეაგირების ჯგუფი. ”გრენა”-ს CERT-GE ჯგუფი შეიქმნა 2007 წელს NATO-ს სამეცნიერო პროგრამის დახმარებით. CERT-GE არის ევროპული CERT-ების გაერთიანების წევრი (Trusted Introducer https://www.trusted-introducer.org/directory/teams/cert-ge.html) და მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების ორგანიზაციებთან.

CERT-GE მომხმარებლებს უწევს კონსულტაციებს ქსელური უსაფრთხოების დაცვის საკითხებსა და ქსელური ინციდენტების აღმოფხვრაში, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებელთა სერვერების და კომპიუტერების უკანონო ქსელური შეღწევის მცდელობასთან, ვირუსულ შემოტევასთან და სხვა კიბერ ინციდენტებთან.

CERT-GE აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას მომხდარი ინციდენტების შესახებ საქართველოს დომენურ GE ზონაში და საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს, როგორც მომხმარებლებს, ასევე სხვა ქვეყნების CERT-ებს და კიბერ უსაფრთხოების კომპანიებს.

CERT-GE სერვისები:

IDS - კიბერ ინციდენტების აღმოჩენის სისტემის გამართვა, რომელიც ამოწმებს ქსელში შემავალ და ქსელიდან გამავალ პაკეტებს. ახდენს შეტევების იდენტიფიცირებას ცნობილი სახეობების და ანომალიების მიხედვით.

Incident Сoordination - ინციდენტების გამოძიება და აღმოფხვრა სხვა ქვეყნის CERT ჯგუფებთან თანამშრომლობით.

Vulnerability Announcement – ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა კიბერ საშიშროების შესახებ, მათ შორის მწარმოებელი კომპანიების მიერ პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილი შეცდომების შესახებ, რათა დროულად მოხდეს განახლებები (updates).

IP მონიტორინგი
- ინფორმაციის გავრცელება ზომბირებული კომპიუტერების IP მისამართების და სხვა კიბერ ინციდენტების შესახებ.
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები