გრენას ძირითადი მიზანია ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ პროგრამებს, რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროში. დაარსდა 1999 წლის 26 ივლისს.
საქართველოს სამეცნიერო - საგანმანათლებლო 
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (გრენა)
თ. ჭოველიძის ქუჩა 10,
0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 32 250590
          +995 32 250591
ფაქსი:+995 32 912952 
      ელ-ფოსტა: contact[at]grena.ge
       ვებ-გვერდი: www.grena.ge
ქართული
English
განათლება:

Cisco-ს ქსელურ აკადემიაში თქვენ საშუალება გეძლევათ შეისწავლოთ ქსელების ფუნქციონირების საფუძვლები, ქსელის დაგეგმვა, მართვა, დაცვა, კონფიგურირება და მისი შემადგენელი კომპონენტები Cisco Systems-ის აპარატურის ბაზაზე. დაწვრილებით იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
ძვირაფასო აბონენტებო!

სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმისათვის რომ ჩვენი ინტერნეტ სერვისი იყოს გამჭირვალე, ჩვენ შევქმენით თქვენს მიერ მოხმარებული ინტერნეტის სიჩქარის მონიტორინგის ონლაინ სისტემა. თქვენ საშუალება გეძლევათ აკონტროლოთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე 24 საათის განმავლობაში.

Copyright © 2008 Georgian Research and Educational Networking Association (GRENA)
CCNA კურსი არის  პირველი ნაბიჯი და მისი მფლობელი ხდება სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია მცირე და საშუალო სიდიდის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა, ინსტალაცია და ადმინისტრირება (100 - 200 კომპიუტერი). CCNA არის Cisco-ს ყველა სხვა სერტიფიკაციის ბაზისი. 

Network Security კურსი მოიცავს დეტალურ საკითხებს ქსელური უსაფრთხოების შესახებ. ამ კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება რაციონალურად დაგეგმოს ქსელის უსაფრთხოების საერთო სქემა, განახორციელოს ქსელის უსაფრთხოების ფუნქციონალური კომპონენტების დანერგვა და გამართვა, მოახდინოს დროული და კომპეტენტური რეაგირება ინციდენტების შემთხვევაში. კურსზე მსმენელის მიღებისას იგულისხმება, რომ ის ფლობს CCNA კურსის მასალას, რაც საშუალებას იძლევა შემდგომი ფოკუსირება მოხდეს ქსელური უსაფრთხოების რთულ ასპექტებზე. კურსი ითვალისწინებს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს Cisco Systems-ის ქსელურ აპარატურასთან. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ CISCO-ს რეგიონალური აკადემიის
 ვებ გვერდზე - www.netacad.ge


სამეცნიერო, საგანმანათლებლო, საერთაშორისო, არასამთავრობო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს ვთავაზობთ გარანტირებული მაღალი სიჩქარის ADSL / vDSL ინტერნეტ მომსახურებას შემდეგ სატელეფონო სადგურებში:
22, 23, 25, 29, 30, 33, 36, 37, 38, 39, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99
საქართველოს საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელის მართვის ცენტრი უზრუნველყოფს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლებში მიწოდებული ინტერნეტის გამართულად მუშაობას. ცხელი ხაზი დაგეხმარებათ ინტერნეტის პრობლემების გადაწყვეტაში.