GRID
GRID ტექნოლოგიები (განაწილებული გამოთვლები) არის განაწილებული კომპიუტერული რესურსების  გამოყენების ფორმა, როდესაც განსაკუთრებით დიდი მოცულობის გამოთვლები ერთდროულად ტარდება ამ სერვისის მქონე რამდენიმე ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამოყენებით. ეს ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება სამეცნიერო კვლევებში მაღალი ენერგიების ფიზიკაში, ასტრონომიაში, მეტეოროლოგიაში, კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებულ კვლევებში, ბიოლოგიაში, მედიცინაში და მასზე მოთხოვნილების არეალი მუდმივად ფართოვდება.

2009 წელს ”გრენა”-ს ბაზაზე საქართველოში შეიქმნა GRID ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი კლასტერი GE-01-GRENA, რომელიც გაერთიანებულია ევროპის GRID ინფრასტრუქტურაში (EGI).

2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა აკრედიტირებული GRID სერტიფიკაციის ორგანო (CA) https://grid-ca.tsu.ge/, რომელიც  უზრუნველყოფს X.509 სერტიფიკატის გაცემას იდენტიფიკაციის მიზნით და განაპირობებს გამოთვლების უსაფრთხო გარემოს. CA გასცემს მომხმარებლის, ჰოსტის და მომსახურების სერტიფიკატს GRID საქმიანობაში მონაწილე მკვლევარებზე და სისტემებზე.

მომხმარებლებს, რომელთაც გააჩნიათ ამოცანები (მაგალითად ინტენსიური სამეცნიერო-კვლევითი გამოთვლები), რომელთა გამოთვლისათვის საჭიროა განსაკუთრებით მაღალი წარმადობის კომპიუტერული რესურსები, “გრენა” შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს ევროპის GRID ინფრასტრუქტურა.

დაწვრილებითი ინფორმაცია „გრენა”-ს GRID კლასტერის შესახებ იხილეთ http://grid.grena.ge/
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები