გრენას ძირითადი მიზანია ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ პროგრამებს, რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროში. დაარსდა 1999 წლის 26 ივლისს.
საქართველოს სამეცნიერო - საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (გრენა)
თ. ჭოველიძის ქუჩა 10,
0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 32 250590
+995 32 250591
ფაქსი:+995 32 912952
ელ-ფოსტა: contact[at]grena.ge
ვებ-გვერდი: www.grena.ge
ლინუქსის ცხელი ხაზი უზრუნველყოფს ფონდი "ირმის ნახტომის" მიერ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეტანილი კომპიუტერების (Fujitsu/Siemens და HP) და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენას მიერ დამონტაჟებული ლოკალური ქსელის ტექნიკურ მხარდაჭერას.
ცხელი ხაზი დაგეხმარებათ ლინუქსის, ლოკალური ქსელის, ინტერნეტის, პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების გადაწყვეტაში.
დაუკავშირდით ლინუქსის ცხელ ხაზს ტელეფონით 25 14 40 ან ელექტრონული ფოსტით hotline@grena.ge და აცნობეთ ცხელი ხაზის ოპერატორს თქვენი პრობლემა. თუ ოპერატორის მეშვეობით ვერ გადაწყდება პრობლემა, მაშინ ზარის საფუძველზე ტექნიკური დახმარების ჯგუფი მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
განათლება:
CISCO-ს ქსელურ აკადემიაში თქვენ საშუალება გეძლევათ შეისწავლოთ ქსელების ფუნქციონირების საფუძვლები, ქსელის დაგეგმვა, მართვა, დაცვა, კონფიგურირება და მისი შემადგენელი კომპონენტები Cisco Systems-ის აპარატურის ბაზაზე. დაწვრილებით იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
ძვირაფასო აბონენტებო!
სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმისათვის რომ ჩვენი ინტერნეტ სერვისი იყოს გამჭირვალე, ჩვენ შევქმენით თქვენს მიერ მოხმარებული ინტერნეტის სიჩქარის მონიტორინგის ონლაინ სისტემა. თქვენ საშუალება გეძლევათ აკონტროლოთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე 24 საათის განმავლობაში.
Copyright © 2008 Georgian Research and Educational Networking Association (GRENA)
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პროგრამული მხარდაჭერის პროექტი ”ლინუქსის ცხელი ხაზი” ხორციელდება ფონდი "ირმის ნახტომის" მიერ, საქართველოს სამეცნიერო -საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენასთან თანამშრომლობით.
ასოციაცია გრენა-ს გაააჩნია ვიდეოკონფერენციის პროფესიული აპარატურა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჩაატაროთ მაღალი ხარისხის ვიდეოკონფერენცია ინტერნეტის საშუალებით, ასევე გრენა გაერთიანებულია EyeNetwork-ის მსოფლიო ვიდეოკონფერენციათა ქსელში.