ასოციაცია “გრენა” მომხმარებელს სთავაზობს გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს: კონსულტაცია, პროექტის დაგეგმვა, ანალიზი, ინსტალაცია, ქსელური ინფრასტრუქტურის ოპერირება და ინტერნეტის მიწოდება. მომხმარებლების მხარდაჭერა ხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდის მიერ.
“გრენა”-ს სერვისები მოიცავს:
- ინტერნეტ მომსახურება
- ევროპის სამეცნიერო ქსელ GEANT-ში ჩართვა
- eduGAIN აუტენტიფიკაცია და ავტორიზაცია http://gif.grena.ge/
- eduroam საგანმანათლებლო როუმინგი http://www.eduroam.ge/
- ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და ინსტალაცია
- აქტიური მოწყობილობების კონფიგურაცია
- VPN კავშირი
- IDS/IPS სისტემების საწყისი კონფიგურაცია და/ან სრული ოპერირება
- ქსელური ტრაფიკის მონიტორინგი და ანალიზი (Nfsen, Nagios, Cacti)
- ვიდეოკონფერენციები
ასოციაცია ”გრენა” ინტერნეტ მომსახურებისათვის იყენებს შემდეგ ტექნოლოგიებს:
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი
- ADSL ტექნოლოგია
ADSL ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურება ხორციელდება შემდეგ სატელეფონო ინდექსებზე: 22, 23, 25, 29, 33, 36, 37, 38, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99.
”გრენა”-ს გააჩნია ინტერნეტ კავშირის სამი საერთაშორისო არხი, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას.