13-14.07.2009 გრენა მასპინძლობს ევროკავშირის პროექტის ”SEE-GRID ე-ინფრასტრუქტურა რეგიონალური მეცნიერებისათვის” ფარგლებში სამუშაო სემინარს.
19.05.2009 გრენამ მიიღო დამკვირვებლის სტატუსი პან-ევროპული სამეცნიერო ქსელ GEANT-ის აღმასრულებელ კომიტეტში.
05.04.2009 გრენამ აამოუშავა პირველი GRID (განაწილებული გამოთვლები) კლასტერი საქართველოში.
01.04.2009 ევროკავშირის პროექტის ”შავი ზღვის ურთიერთკავშირი” ფარგლებში საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელი ჩაერთო პან-ევროპულ სამეცნიერო ქსელ GEANT-ში.
17-18.03.2009 გრენა მასპინძლობს ევროკავშირის პროექტის ”შავი ზღვის ურთიერთკავშირი” გახსნის ცერემონიას და აღმასრულებელი საბჭოს თათბირს.
30.10.2008 გრენა მიიღო საქართველოს IT ინოვაციების პრიზი 2008 - საუკეთესო სწავლებისათვის IT სფეროში.
28-29.08.2008 გრენა მასპინძლობს კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების სემინარს.
12-18.08.2007 გრენა მასპინძლობს Cisco-ს ქსელური აკადემიის სემინარს აბრეშუმის გზის ქვეყნებისათვის.
3-6.11.2006 დისტანციური სწავლების სემინარი ბათუმში
13-16.03.2006 გრენა მასპინძლობს NATO-ს და ევროკავშირის პროექტების აღმასრულებელი საბჭოს სამუშაო თათბირებს.
24-26.08.2005 გრენა მასპინძლობს CEENet-ის მიერ ორგანიზებულ კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების სემინარს.
22.06.2005 გრენამ ექსპლოტაციაში გაუშვა ბოჭკოვან ოპტიკაზე დამყარებული ინტერნეტის ახალი არხი.
11.05.2005 რუსთავი ჩაერთო გრენას რეგიონალურ ქსელში.
15.11.2004 გრენამ პირველად საქართველოში გამოიყენა IPv6 პროტოკოლი მონაცემთა გადაცემისათვის.
01.10.2004 გრენას მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ ADSL მომსახურება.
01.09.2004 ბათუმი ჩაერთო გრენას რეგიონალურ ქსელში.
15.11.2003 გრენამ გაზარდა სატელიტ მედია სერვისთან არხის სიჩქარე.
20.06.2003 გრენას მიეცა 2.4 გიგა ჰც სიხშირეების გამოყენების უფლება.
11.06.2003 გრენას ქსელის გამოყენებით ჩატარდა ვიდეოკონფერენცია ნატოს გენერალურ მდივანს ლორდ რობერტსონსა და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შორის (ვიდეო ფაილი .WMV/5796კბ).
28.05.2003 სამტრედია ჩაერთო გრენას რეგიონალ ქსელში.
22.04.2003 ხაშური ჩაერთო გრენას რეგიონალურ ქსელში.
31.03.2003 საერთაშორისო კვლევის და გაცვლის საბჭოსთან (IREX) თანამშრომლობაში ამუშავდა ახალი თანამგზავრული შემომავალი არხი და ბოჭკოვანი ოპტიკის გამავალი არხი.
10.10.2002 გრენამ აამუშავა თანამგზავრული არხი ევროპასთან DESY-ის გავლით.
16.09.2002 გრენამ დაიწყო IP სატელეფონო კონფერენციის საშუალებების გამოყენება.
23.08.2002 თელავი ჩაერთო გრენას რეგიონალურ ქსელში.
19.07.2002 გრენამ მიიღო თანამგზავრული სადგურის ლიცენზია საქართველოს ეროვნული კავშირგაბმულობის კომისიისგან.
26.08.2001 გრენამ აამუშავა 2 მბიტი/წმ სიჩქარის რეგიონალური ქსელი, რომელშიც ჩართულია თბილისი, გორი, ქუთაისი, ფოთი და ზუგდიდი. ქსელი აგებულია Cisco-ს თანამედროვე აპარატურაზე და იყენებს ბოჭკოვანი ოპტიკის არხს ოპტიკურ-ბოჭკოვანი
ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტისაგან.
13.06.2001-15.06.2001 გრენამ მიიღო მონაწილება ISN-ის I აღმასრულებელი კოფერენციის "საინფორმაციო ტექნოლოგიების მომავალი კავკასიაში" ორგანიზებაში, რომელიც ჩატარდა შვეიცარული ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობათა და უსაფთხოების ქსელის სპონსორობით. (შვეიცარიის წვლილი პარტნიორობა მშვიდობისათვის).
02.03.2001 RIPE-საგან გრენამ მიიღო ლოკალური ინტერნეტ რეგისტრი (LIR).