გრენას ძირითადი მიზანია ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ პროგრამებს, რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროში. დაარსდა 1999 წლის 26 ივლისს.
საქართველოს სამეცნიერო - საგანმანათლებლო 
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (გრენა)
თ. ჭოველიძის ქუჩა 10,
0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 32 250590
          +995 32 250591
ფაქსი:+995 32 912952 
      ელ-ფოსტა: contact[at]grena.ge
       ვებ-გვერდი: www.grena.ge
ქართული
English
  • გრენას სერვისები განკუთვნილია სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის, საუნივერსიტეტო საავადმყოფოებისათვის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის,  რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროში და მათი პროგრამებისათვის. 


  • გრენა თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განათავსონ თავიანთი web გვერდები ჩვენს სერვერზე. ამისათვის საჭიროა განაცხადი გაეგზავნოს გრენას (წერილობითი ფორმით), სადაც მოცემული იქნება გვერდის შინაარსის მოკლე აღწერა, ამის შემდეგ მოხდება მომხმარებლის ftp იდენტიფიკატორის შექმნა, რომლითაც ორგანიზაციამ უნდა განათავსოს და განაახლოს თავისი web გვერდი. გვერდისთვის გამოყოფილი მოცულობის რეგულირება ხდება შეთანხმებით. თუ ორგანიზაციის გვერდის შინაარსი არ შეესაბამება სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებს, გრენას უფლება აქვს გააუქმოს ორგანიზაციის გვერდი. გვერდის აღდგენა მოხდება მას შემდეგ როცა შეიცვლება გვერდის შინაარსი. 

  • გრენა ეხმარება თავის მომხმარებლებს .ge დომენის ზონაში დომენური სახელების რეგისტრაციაში. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ GE დომენის ზონაში დომენური სახელების რეგისტრაციის web გვერდს. დაწვრილებითი ინფორმაცია






განათლება:

CISCO-ს ქსელურ აკადემიაში თქვენ საშუალება გეძლევათ შეისწავლოთ ქსელების ფუნქციონირების საფუძვლები, ქსელის დაგეგმვა, მართვა, დაცვა, კონფიგურირება და მისი შემადგენელი კომპონენტები Cisco Systems-ის აპარატურის ბაზაზე. დაწვრილებით იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
ძვირაფასო აბონენტებო!

სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმისათვის რომ ჩვენი ინტერნეტ სერვისი იყოს გამჭირვალე, ჩვენ შევქმენით თქვენს მიერ მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგის ინლაინ სისტემა.თქვენ საშუალება გეძლევათ აკონტროლოთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე 24 საათის განმავლობაში.

Copyright © 2007 Georgian Research and Educational Networking Association (GRENA)
ასოციაცია გრენა-ს გაააჩნია ვიდეო კონფერენციის უახლესი აპარატურა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჩაატაროთ მაღალი ხარისხის ვიდეო კონფერენცია ინტერნეტის საშუალებით, ასევე გრენა გაერთიანებულია EyeNetwork-ის მსოფლიო ვიდეოკონფერენციათა ქსელში.