2004 წლიდან ”გრენა”-ს ბაზაზე ფუნქციონირებს Cisco-ს რეგიონალური ქსელური აკადემია, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ ქსელების ფუნქციონირების საფუძვლები, ქსელის დაგეგმვა, მართვა, დაცვა, კონფიგურირება და მისი შემადგენელი კომპონენტები Cisco Systems-ის აპარატურის ბაზაზე.
ამჟამად Cisco-ს აკადემია გთავაზობთ შემდეგ სასწავლო კურსებს:
Cisco Certified Network Associate (CCNA)
CCNA Security
Cisco Certified Network Professional (CCNP)
”გრენა” წარმოადგენს Pearson VUE-ს ავტორიზებულ საგამოცდო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სერტიფიცირებას და მოიცავს 4 მილიონზე მეტ საერთაშორისო გამოცდას ელექტრონულ ფორმატში სხვადასხვა თემატიკაზე.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ Cisco-ს რეგიონალური ქსელური აკადემიის ვებ-გვერდზე - http://www.netacad.ge













