ასოციაცია ”გრენა” გთავაზობთ პროფესიული დონის ვიდეოკონფერეციების მოწყობას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან ინტერნეტის საშუალებით. ”გრენა”-ს გააჩნია TANDBERG-ის, POLYCOM-ის და Cisco-ს ვიდეოკონფერენციის პროფესიული აპარატურა, რომელიც თავსებადია ყველა სხვა ვიდეოკონფერენციის აპარატურასთან და საშუალებას მოგცემთ ჩაატაროთ მაღალი ხარისხის ვიდეოკონფერენცია. აგრეთვე, ”გრენა” გაერთიანებულია EyeNetwork-ის მსოფლიო ვიდეოკონფერენციის ცენტრების ქსელში.
ვიდეოკონფერენციის სერვისის გამოყენება საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ დრო და ფინანსები, მოაწყოთ ვირტუალური შეხვედრები რეალურ დროში ერთ ან რამდენიმე სხავადასხვა ადგილას მყოფ პიროვნებებთან.
პროფესიული ვიდეოკონფერენციის სერვისი ”გრენა”-ში ფუნქციონირებს 2003 წლიდან და ამ სერვისით წარმატებით სარგებლობს ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება, კომპანია და პიროვნება გასაუბრებების, ტრეინინგების და სემინარების ჩატარების დროს.მაგალითისთვის მოყვანილია სცენარი, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ვიდეოკონფერენცია:
თქვენ იმყოფებით თბილისში და გნებავთ ჩაატაროთ ვიდეოკონფერენცია თქვენს კოლეგასთან ან ორგანიზაციასთან სხვა ქვეყანაში. თუ ორგანიზაციას გააჩნია სათანადო აპრატურა, თქვენ უკვეთავთ ”გრენა”-ს ვიდეოკონფერენციას თქვენთვის სასურველ დროს, გვატყობინებთ მეორე მხარის IP მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას. თუ მეორე მხარეს არ გააჩნია აპარატურა, ”გრენა” უზრუნველყოფს თქვენს მიერ მოთხოვნილ ქალაქში ვიდეოკონფერენციის ცენტრის დაჯავშნას სასურველ დროს. თქვენ მიიღებთ მისამართს საიდან გაიმართება ვიდეოკონფერენცია ”გრენა”-ს ცენტრთან.
ვიდეოკონფერენციის მოწყობის მსურველებმა უნდა მოგვმართონ ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: contact[at]grena.ge ან დარეკონ ოფისში: +99532 225 05 90; +99532 225 05 91.













