ახალი ამბები
1 ივლისი 2020

2020 წლის 1 ივლისს ასოციაცია „გრენა“ იწყებს ევროკავშირის ახალი ხუთ წლიანი პროექტის „EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებების დაკავშირება (EaPConnct2)“ განხორციელებას.

პროექტის ძირითადი მიზანია სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებების დაკავშირება ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ციფრული უთანასწორობის შემცირება.

პროექტის სპეციფიკური მიზნები შემდეგია:

  • ქსელური ინფრასტრუქტურის გაფართოება (ციფრული მაგისტრალი) ქვეყნებს შორის სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად.
  • EaPConnect პროექტის ფარგლებში დანერგილი სერვისების მოხმარების გაფართოება და ახალი სერვისების შეთავაზება მეცნიერებისა და განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
  • EaP NREN-ების პოზიციის გამყარება ნაციონალურ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ეკოსისტემაში.
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები