გარემოს ეროვნული სააგენტოს
http://nea.gov.ge/ge/ და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში „გრენა“ თავის ქლაუდ ინფრასტრუქტურაში
https://www.gcloud.ge/ გამოუყოფს გარემოს ეროვნულ სააგენტოს შემდეგ რესურსებს 24 ბირთვი, 64 GB ოპერატიული მეხსიერება, 10 TB მყარი დისკი და გაუწევს IT დახმარებას. გამოყოფილი რესურსები გამოყენებული იქნება სააგენტოს მიერ ამინდის პროგნოზირებისათვის და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კვლევებში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ ქვათაძემ.
ასოციაცია „გრენა“-ს ქლაუდ ინფრასტრუქტურის შექმნა თანადაფინანსებულია ევროკომისიის მიერ EaPConnect პროექტის ფარგლებში.