მიმდინარე პროექტები
ევროკომისიის ჰორიზონტ 2020 პროგრამა
პროექტის დასახელება: EGI-ACE: თანამედროვე გამოთვლები EOSC-ისათვის
საგრანტო ხელშეკრულების ნომერი: 101017567
ხანგრძლივობა: 01/01/2021-30/06/2023 (30 თვე)

EGI-ACE პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ევროპის ღია მეცნიერების Cloud-ის გამოთვლითი პლატფორმის დანერგვა და EOSC Data Commons–ის განვითარებაში წვლილს შეტანა ინტეგრირებული გამოთვლითი პლატფორმების, მონაცემთა სივრცისა და საშუალებების მიწოდებით, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის ძირითად Cloud პროექტებთან და HPC–ს ინიციატივებთან.
პროგრამის კონკრეტული მიზნები შემდეგია:
• EOSC გამოთვლითი პლატფორმის შეთავაზება და მიწოდების არეალის გაფართოება;
• წვლილი შეიტანოს ევროკავშირის მონაცემთა სტრატეგიისა და EOSC Data Commons-ის განხორციელებაში მწვანე გარიგების (green deal), ჯანმრთელობის, ფუნდამენტური კვლევებისა და სოციალურ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მხარდაჭერის მიზნით;
• მოახდინოს EOSC გამოთვლითი პლატფორმის ინტეგრირება EOSC პორტალთან და EOSC ბირთვთან;
• წვლილი შეიტანოს გლობალური ღია სამეცნიერო Cloud-ის რეალიზებაში;
• მოახდინოს EOSC–ზე მოთხოვნის ზრდა სხვადასხვა სექტორებსა და დისციპლინებში.


ევროკავშირის საგარეო ღონისძიებები
პროექტის დასახელება: EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებების დაკავშირება (EaPConnct)
საგრანტო ხელშეკრულების ნომერი: ENI/2019/407-452
ხანგრძლივობა: 01/07/2020-30/06/2025 (60 თვე)
 
პროექტის ძირითადი მიზანია სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებების დაკავშირება ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ციფრული უთანასწორობის შემცირება.
პროექტის სპეციფიკური მიზნები შემდეგია:
 ქსელური ინფრასტრუქტურის გაფართოება (ციფრული მაგისტრალი) ქვეყნებს შორის სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად.
 EaPConnect პროექტის ფარგლებში დანერგილი სერვისების მოხმარების გაფართოება და ახალი სერვისების შეთავაზება მეცნიერებისა და განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
• EaP NREN-ების პოზიციის გამყარება ნაციონალურ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ეკოსისტემაში.
 
 
ევროკომისიის ჰორიზონტ 2020 პროგრამა
პროექტის დასახელება: GN4-3 სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელი – GÉANT (GN4-3)
ხანგრძლივობა: 01/01/2019-31/12/2022 (48 თვე)
 
GN4-3-ის ხედვაა, რომ გახდეს ერთიანი ევროპული კომუნიკაციების პალატა - მართოს ცოდნის შექმნა, როგორც კვლევის ქსელის სრულყოფის გლობალური ჰაბი. მისი მისიაა მიაწოდოს მსოფლიო დონის მომსახურება, რომელიც შესრულებული იქნება უმაღლეს დონეზე. საიმედო, უსაფრთხო და თანამედროვე მაღალსიჩქარიანი ქსელის სერვისები მიწოდებული იქნება ევროპის კვლევით და საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის.
 
 
ევროკომისიის ჰორიზონტ 2020 პროგრამა
პროექტის დასახელება: ეროვნული ინიციატივები ღია მეცნიერებისათვის ევროპაში (NI4OS-ევროპა)
ხანგრძლივობა: 01/09/2019-28/02/2023 (42 თვე)
 
პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს ეროვნული ღია სამეცნიერო ქლაუდის ინიციატივების განვითარებასა და მათ ჩართვას 15 წევრ სახელმწიფოსა და ასოცირებული ქვეყნების EOSC-ის მმართველობის საერთო სქემაში; გაავრცელოს EOSC-ის და FAIR-ის პრინციპები საზოგადოებაში და დაატრენინგოს არსებული საზოგადოება; უზრუნველყოს EOSC-ში არსებული და მომავალი მომსახურების მიმწოდებლებისთვის, მათ შორის, ინფრასტრუქტურული მომსახურების (გამოთვლები, მონაცემთა შენახვა, მონაცემთა მართვა), თემატური მომსახურების, საცავებისა და მონაცემთა ბაზების ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა, რაც მოიცავს მომსახურების მთელ სპექტრს რომელიც დაკავშირებულია ღია მეცნიერებასთან, მონაცემებთან და პუბლიკაციებთან.
 
 
ევროკომისიის ERASMUS+ პროგრამა
პროექტის დასახელება: გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია სომხეთისა და საქართველოსთვის MENVIPRO
საგრანტო ხელშეკრულების ნომერი: 598232-EPP-1-IT-EPPKA2-CBHE-JP (2018 – 2577 / 001 – 001)
ხანგრძლივობა: 15/11/2018-14/11/2022 (48 თვე)
 
პროექტის ძირითადი მიზანია სომხეთსა და საქართველოში გარემოსდაცვით სფეროში სამაგისტრო სწავლების ხარისხის გაუმჯობესება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამების კომპლექსური მოდერნიზაციის საფუძველზე თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მიზნები:
- სასწვლო გეგმების შემუშავება და მოდერნიზაცია;
- ლაბორატორიის შექმნა;
- თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამები;
- ინოვაციური სასწავლო მეთოდების შემუშავება;
- ინფორმაციის გავრცელება შემდეგი საშუალებების გამოყენებით: მედია, ვებ-გვერდი, სემინარი, დასკვნითი კონფერენცია, მასალები და პუბლიკაციები ა.შ.
დაწვრილებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ https://www.menvipro.org/
პროექტის პოსტერი
 
ინტერნეტი / GEANT
WEB / MAIL ჰოსტინგი
სწავლება
ვირტუალური
სერვერი - VPS
ლიცენზირებული პროგრამები
მიმდინარე
პროექტები